Бронировать
 Дата заезда
 Дата отъезда
 Взрослых
 Детей


თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების პირობებში, სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ონლაინ სერვისებითა და გადახდებით. ონლაინ დისტრიბუცია სასტუმროებისათვის გაყიდვების ყველაზე პრაქტიკულ და სანდო წყაროს წარმოადგენს. ეს მეთოდი გულისხმობს  ნომრების ონლაინ დაჯავშნასა და გადახდას, რაც სასტუმროებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

ინტერნეტ გაყიდვების სტრატეგიის ანალიზისათვის აუცილებელია განვიხილოთ უშუალოდ სასტუმროს ვებ გვერდებიც.  ჩვენ გთავაზობთ მზა მულტიენოვან, დინამიურ, თანამედრო ვებ გვერდებს, ინტეგრირებულს სოციალურ ქსელებთან. ვებ გვერდი ოპტიმიზებულია საძიებო სისტემებთან - ( SEO ). გათვალისწინებულია კონტენტური საინფორმაციო გვერდები - შეუზღუდავი, ახალი ამბების მოდული, სერვისების მოდული, აქციების მოდული, კონტაქტის მოდული. ამისათვის შემუშავებულია  სხვადასხვა ტიპის დიზაინები და მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ ფერთა გამასა და ვიზუალს.


ნებისმიერ მომხმარებელს, სასტუმროს ვებ გვერდზე, თარიღებისა და სტუმრების რაოდენობის მითითებით შეუძლია დაჯავშნოს იმ ტიპის ნომერი რომელიც მას სურს, აირჩიოს კვების ის რაციონი რომელიც სურს, გააკეთოს ტრანსფერის შეკვეთა, მოითხოვოს ამ კონკრეტული სასტუმროს მიერ  შეთავაზებული მომსახურება და გააკეთოს ჯავშანი მინიმალური ღირებულებისა და სხვა სისტემებისა და შუამავლების ჩარევის, ასევე  საკომისიოს გარეშე. ასეთი სერვისის მიწოდება მომგებიანი და კომფორტულია როგორც სტუმრისათვის, ასევე სასტუმროს მენეჯმენტისათვის. ზემოთ მოყვანილი სისტემა ემსახურება სწორედ ონლაინ რეზერვაციის სრულფასოვან ფუნქციონირებას.